რეზონანსი
03.02.2019

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, ფარული ჩანაწერების გასაჯაროების პირველწყარო სწორედ ბიძინა ივანიშვილია.

საქმეზე ბრალდებულებთან დაკავშირებით კი ამბობენ, რომ ისინი სისტემის მსხვერპლნი არიან და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

„ჩვენ ველოდებოდით დემოკრატიას, მაგრამ მივიღეთ პორნოკრატია. არ ვაპირებთ შევეგუოთ პორნოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. ჩვენ აქ მოვიტანეთ 157-ე პრიმა მუხლი ბრალად, რომელიც ჩვენ დღეს წავუყენეთ ბიძინა ივანიშვილს. შეიძლება ეს იყოს იმიტირებული ბრალი, მაგრამ აუცილებლად, უახლოეს პერიოდში, უახლოეს თვეებში ეს ბრალი ქართულ სასამართლოში, თავისუფალ სასამართლოში აუცილებლად წაეყენება ბიძინა ივანიშვილს და არა მხოლოდ ეს ბრალი, არამედ ბიძინა ივანიშვილს წაეყენება ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ჩადენილი აქვს მას ქართველი ხალხის წინაშე," - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×