(რეზონანსი) მკვლელობაში ბრალდებული ჯეკ შეპარდის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა მუქარის შემცველი წერილები მიიღეს, ამის შესახებ განცხადებას თავად ადვოკატი აკეთებს და ამბობს, რომ ამით მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობენ.
"ჯეკ შეპარდის დედამ მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ამ წერილის დეტალებზე და შინაარსზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა გეტყვით, რომ მუქარის შემცველი წერილი მეც მივიღე. როგორც ირკვევა, მუქარის შემცველი წერილები მე და ჯეკის დედას ერთდროულად გამოგვიგზავნეს. ჩემს მიმართ გამოგზავნილი წერილი ამორალური შინაარსის იყო. ამ წერილით ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობდნენ," - განაცხადა კუბლაშვილმა "2020NEWS"-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდე ინფორმაციას, რომ შეპარდის ბრიტანელ ადვოკატსაც ემუქრებიან. ჯეკ შეპარდის, 24 წლის შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
შემთხვევა, რომლის გამოც შეპარდის ბრიტანეთის პოლიცია ეძებდა, 2015 წლის დეკემბერში მდინარე ტემზაზე მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯეკ შეპარდი კატერს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, რის გამოც სატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა და ახალგაზრდა ქალი მდინარე ტემზაში აღმოჩნდა, რის შედეგადაც იგი დაიღუპა.