რეზონანსი
03.02.2019

 (რეზონანსი) რუსეთის ქალაქ კალუგასთან ახლოს სამგზავრო ავტობუსის ამოტრიალების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათგან ოთხი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ავტობუსში, რომელსაც მოცეკვავეთა ანსამბლი გადაჰყავდა, სულ 48 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 33 ბავშვი. ავტობუსიდან ყველა ცხედარი და დაშავებული გამოყვანილია.

ავტობუსი სმოლენსკიდან კალუგაში მიემგზავრებოდა. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა მართვა დაკარგა. მას სამართალდამცველები კითხავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×