რეზონანსი
03.02.2019

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ტყვიავი-ქიწნისის გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. სამივე სოფელ ტყვიავის მკვიდრი იყო - გიორგი მერებაშვილი 22 წლის, თორნიკე გიგუაშვილი 19-ის, დავით ცოტნიაშვილი კი 18-ის.

„სამივე იმდენად კარგი ბიჭი იყო, მათმა გარდაცვალებამ გაგვანადგურა. ბიჭები როგორც ჩანს, სწრაფად მიდიოდნენ, შეჯახებისას მანქანა ისეთ დღეშია, მათ, ფაქტობრივად, გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ. თორნიკე მანქანის საჭესთან უკვე კარგა ხანია იჯდა და ნასვამი არასდროს გვინახავს საჭესთან. ახლა რა მოხდა, არ ვიცი

მას საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა, არც დედა ჰყავს, არც მამა, შინ პატარა ძმა და მოხუცი ბაბუა-ბებია ჰყავდა მისახედი, მანქანაც ოჯახური საჭიროების მიზნით ბებია-ბაბუამ უყიდა. ოჯახში ყველა საკაცო საქმეს თორნიკე უძღვებოდა, საუკეთსო ძმა და შვილიშვილი იყო", - ამბობს „კვირის პალიტრასთან" სოფლის მკვირდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×