რეზონანსი
03.02.2019

 (რეზონანსი) ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მოწინააღმდეგეთა აქციაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე საქართველოს დროშა აჩვენეს.

კარაკასში აქციის მონაწილეებს ის ქვეყნები წარუდგინეს, რომლებიც ვენესუელის დროებით პრეზიდენტ ხუან გუაიდოს უჭერენ მხარს.

აქციის მონაწილეები ნიკოლას მადუროს გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. გუიადოს მხარდამჭერს აქციაზე მადლიერება გამოხატეს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელთაც ეროვნული ასამბლეის ლიდერი ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

სწორედ ამ კონტექსტში გამოჩნდა სცენაზე დამონტაჟებულ მონიტორზე საქართველოს დროშაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×