(რეზონანსი) მთაწმინდის რაიონში, ბარნოვის ქ. N80-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების 900 მმ-იანი მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ინფორმაციით, მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მომდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბარნოვის ქ. N72-დან N80-მდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
წყალმომარაგება შეზღუდულია ვაკის რაიონში, ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილს და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე ხვალ, 4 თებერვალის დილის, 09:00 საათიდან აღდგება.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge