რეზონანსი
03.02.2019

 (რეზონანსი) თბილისში, სავაჭრო ცენტრის გაქურდვისას 21 წლის ბიჭი დაიჭირეს. ახალგაზდრა კ.ი წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს მეტროსადგური „ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების გაქურდვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×