რეზონანსი
03.02.2019

 “შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული ლ.ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ჭ.-მ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში, მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, ოქროს ნივთებს, ასევე დანაზოგ ფულს ფარულად დაეუფლა და მიიმალა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, მოპარული ფულის ნაწილი, ასევე, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ხის ქვეშ ჩამარხული ნაქურდალი ოქროს ყველა ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×