რეზონანსი
03.02.2019

 ბარნოვის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენი მილი გასკდა, საიდანაც მთაწმინდის რაიონი წყლით მარაგდება. შედეგად დაიტბორა ქუჩაზე მდებარე სახლების პირველი სართულები, მაღაზიები, დაზიანებულია მანქანები.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ბარნოვის ქუჩა გადაკეტილია და ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სპეცტექნიკა. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერის" ინფორმაციით, სპეციალისტები ადგილზე შეუჩერებლად იმუშავებენ და წყლის მიწოდება ხვალ გამთენიისას აღდგება. რაც შეეხება ზარალს, კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ზუსტი ოდენობის დათვლა და ისინი მას სრულად აანაზღაურებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×