რეზონანსი
03.02.2019

 საქართველოს საჯარო სკოლების დირექცია ვალდებული იქნება სკოლის ყველა სართულზე ე.წ. ანონიმური ყუთები განათავსოს. მოსწავლე და სკოლაში დასაქმებული პირები უფლებამოსილნი იქნებიან სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე თავიანთი მოსაზრება წარადგინონ ანონიმური ყუთის საშუალებით.

"სკოლის ადმინისტრაცია ვალდებული იქნება ყოველდღიურად, უზრუნველყოს ანონიმური ყუთის შემოწმება, შესაბამისი წერილების ამოღება და წერილებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ მანდატურს/უფლებამოსილ პირს და გადასცეს შესაბამისი წერილი.

მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებული იქნება წერილების გაცნობის შემდგომ პრობლემის შესახებ აცნობონ მრჩეველთა საბჭოს. სკოლის დირექცია ან მრჩეველთა საბჭო ვალდებული იქნებიან დასახონ პრობლემის გადაჭრის გზები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება" – წერია შესაბამის დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×