"საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია, იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც შემოვლითი რკინიგზის გვირაბის ცხვრების სადგომად გადაქცევას უკავშირდება.
"გიგი უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ და იქვე იმავე გვირაბთან ახლოსაა გლდანის ციხე, ხანგრძლივად უნდა ასვენებდნენ სწორედ ამ 200 მლიონზე მეტის გაფლანგვისთვისაც… პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული, პროექტს არ ჰქონდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ყველა კვლევამ რომელიც ავტორიტეტულმა კომპანიებმა ჩაატარეს აჩვენა, რომ ასობით მილიონი იხარჯებოდა და მივიღებდით გაუარასებულ გამტარუნარიანობას, გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს, ქალაქის ცენტრიდან გაქრებოდა სამგზავრო სადგური და ა.შ.
ახლა გვეუბნებიან “ჩვენ რომ ვფლანგავდით ფულს უაზრო პროექტზე თქვენც ბოლომდე გაფლანგეთო” გვეუბნებიან… არა, ჩემო გიგი უაზრობაში რაც თანხები გადაყარეთ კმარა. შენ წადი და თბილისის ალპინისტ დასუფთავების ვარსკვლავები მოგვიკითხე…
მაგ უაზრო კრედიტებმა (ასობით მილიონები) უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი ქვეყანაც და რკინიგზაც. ოდნავ ნამუსი რომ გქონდეთ მაგ ენას კბილს ისე უნდა აჭერდეთ სისხლი მოგდიოდეთ, მაგრამ, აბა, ეგ თქვენ საიდან?!" – წერს ცაგურია.