რეზონანსი
03.02.2019

 ოჯახებს, რომელთაც სახლში 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და ყველს და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წელს მეწარმე სუბიექტად დარეგისტირება და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. ამ რეგულაციების დაწესებას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.

რეგულაციების შესახებ 28 წლის ფერმერმა უჩა ქემაშვილმა ახლახან შეიტყო. მისი ოჯახი მესაქონლეობას ათეული წელია მისდევს და ახლაც 3 ძროხას უვლიან, აქედან ერთი მეწველია და ყოველდღიურად რძეს და მაწონს ყიდიან.

„სოფელში ნახირი აღარ არის, საძოვრები გაიყიდა, ტუკების შესაძენად თანხაა საჭირო, ახლა მომგებიანი აღარ არის ადრე იყო. ახალი რეგულაციების შემდეგ კი დიდი ალბათობით გავყიდით, რადგან ვეღარ გავწვდებით ხარჯებს“, - ამბობს ფერმერი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მიაჩნია, რომ რეგულაციები საჭირო და ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით სავალდებულოა. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის აგრო მიმართულების ხელმძღვანელი ნუგზარ სუარიძე განმარტავს, რომ შინამეურნეობების მიზნესს ოპერატორად დარეგისტრირება მათთვის მომგებიანი გახდება და ისინი არაკეთისინდისიერი მეწარმეებისგან დაცული იქნებიან.

ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირების გარდა, ყველა ფერმერი, რომელიც რძის ნაწარმს გაყიდის ვალდებული იქნება პირუტყვის სადგომი შესაბამისი სტანდარტებით მოაწესრიგოს და ასევე სურსათის უვნებლობის კუთხით გააკონტროლოს იმ ჭურჭლის ხარისხი, რომელიშიც პროდუქცია მზადდება.

ტელეკომპანია „გურჯაანი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×