რეზონანსი
02.02.2019

 Youtube-ზე უკანონო ვიდეოჩანაწერი 24 წლის ზურა სოლომნიშვილმა ატვირთა, რომელიც „საქართველოს ბანკში“ მუშაობს და ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

უკანონო ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 8 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 6 პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ პატიმრობის უზრუნველყოფით.

დანარჩენი 8 დაკავებულის სასამართლო ცოტა ხნის დაიწყო. ბრალდების მხარემ მოსამართლეს სხდომის სრულად დახურვის შუამდგომლობით მიმართა, ვინაიდან მისი განცხადებით, სხდომაზე შესაძლოა ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შეეხოს საუბარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×