საქართველოს ორი არასრუწლოვანი მოქალაქე ერაყში ტყვეობაში იმყოფება. ბავშვებს სცემენ, თუმცა, დედა მათ დახმარებას ვერ ახერხებს. 4 წლის შვილის დალურჯებული სახე დედამ ინტერნეტით ნახა. აქამდე ნაცემ ბავშვებს მოძალადეები "სკაიპით" საშუალებით ანახებდნენ, თუმცა, უკვე ხუთი თვეა, თეონა ტეფნაძემ ისიც კი არ იცის, ცოცხლები არიან თუ არა მისი შვილები.
ერაყში საქართველოს ორი არასრუწლოვანი მოქალაქე დედამ თავად წაიყვანა. 2015 წელს თეონა ტეფნაძემ აჰმედ ალდოვსზე იქორწინა. მათ სამი წლის განმავლობაში თბილისში იცხოვრეს. 2018 წელს კი ალდოვსმა თეონას ერთ თვით მის მშობლებთან ბაღდადში წასვლა შესთავაზა. არადადეგებზე ერაყში წასულ ცოლს ქმარმა საქართველოში უკან წამოსვლაზე უარი უთხრა. თეონა ტეფნაძე ამბობს, რომ ქმარმა მისი და მისი შვილების პასპორტები წაართვა და ქართველი ქალიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.
ბაღდადის გარეუბანში ჩაკეტილ სახლში საქართველოს სამ მოქალაქეს ყოველ დღე სცემდნენ. თეონა ტეფნაძეს ორივე შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ის ბავშვების ერთადერთი კანონიერი მეურვეა. რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ თეონას უთხრეს, რომ საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო და ბავშვების საბუთები ჩაეტანა, რომ მათი ბინადრობის ცნობის აღება შეძლებოდათ.
საქართველოში მალე მისი მეუღლეც ჩამოვიდა. თეონამ ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა მოითხოვა და თავად ბაღდადში წასვლაზე უარი თქვა. როგორც ახალგაზრდა ქალი ამბობს, აჰმედ ალდოვსმა მას სცემა. ის დააკავეს, გლდანის ციხეში ჩასვეს, ბავშვები კი ალდოვსის მშობლებთან რჩებიან და მას დედას არ უბრუნებენ.
იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოში ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების შესახებ ინფორმირებულები არიან, თუმცა ამბობენ, რომ ამ დრომდე მოქალაქეების დახსნა ვერ შეძლეს.
(კურიერი)