რეზონანსი
02.02.2019

 (რეზონანსი) დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვუილიც ესწრებოდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების საკითხზე არ უმსჯელიათ.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ პირებს, დეპუტატი აღნიშნავს, რომ გამოძიებამ დაადგინოს, ვინ არის ჩანაწერების გავრცელების ორგანიზატორი და რა მოტივით ჩაიდინეს დანაშაული.

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან დღეს იმ ბრალდებით, რომ ჩაერთნენ გაზიარების ერთიან ქსელში, შეიძლება, იქ შემთხვევითაც ვიღაცები მოხვდნენ. ჩემი ამოცანა არ არის, გაუბედურდნენ ოჯახები, ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებულები. არ მინდა, ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს კიდევ ამ მორალურ ტერორს. კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამინების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამაში. მაგრამ პრინციპულია, გამოძიებამ დაადგინოს დირიჟორი ამ გავრცელების, ვინ რა მიზნით გააკეთა. დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს. ამ საკითხს დღის წესრიგიდან არ მოვხსნი. გამოძიების პრესტიჟის საკითხია, რომ ეს საკითხი დაადგინოს. ვაცადოთ გამოძიებას," - განაცხადა ბესელიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×