რეზონანსი
02.02.2019

 (რეზონანსი) ენგურის ხიდი უკვე 40 დღეა, ჩაკეტილია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახელობა დახმარებას ითხოვს. რეგიონში უკვე ამოწურულია სურსათის და მედიკამენტების მარაგი.

საგანგებო ბრიფინგი ენგურის ხიდზე მოძრაობა სამეგრელოს ხმის ლიდერმა გამართა.

თენგიზ ჯგუშია ხელისუფლებას ოკუპანტებთან თანამშრომლობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებით ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი 30 ათასი ადამიანი ოკუპანტების ტყვეობისგან იხსნას.

„ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი აფხაზეთელები, ფაქტობრივად, მძევლებად არიან აქედან რამდენიმე მეტრის იქით და აფხაზეთის ბოლომდე. აქ უნდა იდგეს კარავი, შტაბი უნდა იყოს, რას მიკეთებს ციხელაშვილი," - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

 

 

"cyc.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×