რეზონანსი
02.02.2019

 (რეზონანსი) უკვე ოთხი საათია, უმრავლესობის წევრები ბიძინა ივანიშვილთან ერთად კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას მართავენ.

მოლაპარაკებას ესწრება ეკა ბესელიაც, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეს და დაპირისპირებულ თანაგუნდელებს დღეს პირველად შეხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ თანაგუნდელებთან აღნიშნულ კადრებთან დაკავშირებითაც იმსჯელებს, თუმცა, განხილვის მთავარი თემა, კვლავ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და სამუშაო ჯგუფი იქნება.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ განხილვის მთავარი თემა, ისევ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებია, რამაც მმართველ გუნდში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×