(რეზონანსი) ფარულ კადრებთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი ფარცვანიას მეუღლე ანამარია ფარცვანია „პრაიმტაიმთან" საუბარისას აცხადებს, რომ გიორგისთან დაკავშირებით მწირ ინფორმაციას ფლობს.
„არც იმას გვეუბნებოდნენ კარგა ხანს სად იყო გიორგი,რატომ დააკავეს ესეც ვერ გვითხრეს,ფარულ კადრებთან დაკავშირებითო,ვერ წარმოიდგენთ რა დღეში ვარ.... გიორგი იყო ერთადერთი მარჩენალი ჩვენი მცირერიცხოვანი ოჯახის.... ერთი წელია ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად ქირით,გვყავს პატარა გოგონა,რომელიც მამის გარეშე ვერ იძინებს, საშინელ დღეში ვარ... თავიდან ბოლომდე გიორგიზე ვარ დამოკიდებული, ის იხდის ქირას და გვარჩენს ჩვენ, აზრზე არ ვარ რა გავაკეთო, ვის მივმართო... ან რისთვის დამიჭირეს ქმარი, ვიღაცამ გამოუგზავნა ვიდეო და იმისთვის... ის იმყოფებოდა დაკავებული მეგობრის ლუკა ჩხეტიას აქციაზე პროკურატურასთან, ეს პოლიტიკური დაკვეთაა, ჩემი ოჯახის განადგურება უნდათ...როგორც ვიცი, გიორგის მამასაც არ ასწრებენ სასამართლო პროცესს,იქ მხოლოდ გიორგის მეგობრები იქნებია. გიორგიმ ასე მითხრა წასვლის წინ, ჩემი მეგობრის ლუკა ჩხეტიას მამას და ოჯახს უნდა დავუდგე გვერდშიო, და იქ აიყვანეს, ზუსტად ამ საბაბით, რომ ჩხეტიას უჭერდა მხარს,ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება",- აცხადებს ანამარია ფარცვანია.
28 წლის გიორგი ფარცვანია, იმ 17 პირს შორის,რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ფარული კადრების გავრცელებას ედავება,1 თებერვლის გამთენიისას ბატალიონ „დონბასის" დაკავებული მეგობრის ლუკა ჩხეტიას მხარდასაჭერ აქციაზე, პროკურატურასთან აიყვანეს.
"პრაიმტაიმი"