(რეზონანსი) პატიმრობიდან გათავისუფლებული დედა შვილების დასაბრუნებლად იბრძვის, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მას მამის მშობლები ბავშვებს არ უბრუნებენ.
ამის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა მოამზადა.
მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული თურქან ქერიმოვას ადვოკატი ქერიმოვების ოჯახში ბავშვების წასაყვანად მივიდა. დაპირისპირება ადვოკატსა და ნაჯახით მოკლული რუსლან ქერიმოვის მშობლებს შორის მაშინ დაიწყო, როცა მან განაცხადა, რომ ბავშვები დედასთან უნდა წაეყვანა.
მოკლულის მშობლები შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული რძლისათვის ბავშვების დაბრუნებას არ აპირებენ.
თურქან ქერიმოვა მეუღლის მკვლელობის ბრალდებით 2016 წელს დააკავეს. სასამართლომ დადგინა, რომ ქალი დანაშაულის ჩადენისას აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა და წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა.
ქერიმოვას ადვოკატი თქმით, ოჯახში, სადაც ახლა ბავშვები იმყოფებიან, მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც უკვე სამი წელია ბებია-ბაბუასთან იზრდებიან, ამბობენ რომ დედასთან დაბრუნება არ სურთ.
rustavi2.ge