რეზონანსი
02.02.2019

 პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა იმართება. უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის და შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელებენ.

უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ უსასრულო კონსულტაციები პროცესს აზიანებს და ამიტომ, გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღონ.

ეკა ბესელია შეხვედრაზე თავისი დღის წესრიგით მივიდა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის ფორმატი უნდა შეიცვალოს და ის მოსამართლეების მონაწილეობის გარეშე უნდა გაგრძელდეს. ასევე, უნდა შეჩერდეს მათი უვადოდ გამწესების პროცესი.

დღევანდელ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ამ კანდიდატების დასახელებამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×