რეზონანსი
02.02.2019

 2-3 თებერვალს, საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ქარია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვალამდე საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან - ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×