ინცინდენტი ბათუმის N15 საბავშვო ბაღში. როგოც "ბაღების გაერთიანებაში" გვიყვებიან, დღეს, დაახლოებით 16:30 წუთზე, დაწესებულებაში, ერთი-ერთი აღსაზრდელის წასაყვანად უცნობი კაცი მივიდა. მან ძიძას ბავშვის ფოტო ტელეფონით აჩვენა.
მამუკა შამილიშვილის თქმით, ძიძამ უცხო პირს ბავშვი არ გაატანა და მშობლებთან დარეკა, სწორედ ამ დროს კაცი შენობოდან სასწრაფოდ გავიდა. მშობლები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მალევე მივიდნენ. მოგვიანებით კი ბავშვის მშობლები და ძიძა პოლიციამ გამოკითხვაზე განყოფილებაში გადაიყვანა.
მამუკა შამილიშვილის თქმით, კაცი სავარაუდოდ, ეროვნებით ქართველი არ იყო. ამ ეტაპზე უცნობია რა მიზნით მივიდა უცნობი კაცი დაწესებულებაში, რომელიც მშობლების უკითხავად აღსაზრდელის გაყვანას ცდილობდა.
მამუკა შამილიშვილის თქმით, პოლიცია ბაღის მოდნებარედ, სავალუტო ჯიხუროდან სათვალთვალო ვოდეო კამერების ჩამაწერების ამოღებას აპირებს.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.
(TV25)