რეზონანსი
02.02.2019

 ჯანდაცვის მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტს სტატუსის შეჩერებით დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში თუ ის არ წარადგენდა დოკუმენტს, რომლის თანახმად, წითელას ვირუსზე აცრა გაიკეთა. დავით სერგეენკომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო, – მისი თქმით, წითელას აცრის გაკეთებაზე უარის თქმა სტუდენტის სტატუსის შეჩერებას არ გამოიწვევს. მინისტრმა დასძინა, რომ დადგენილება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

„ჩვენი დადგენილება ცალსახად სარეკომენდაციო ხასიათის არის. მისი ამოცანა არის, რომ საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს და ყურადღების აქცენტირება მიმართული იყოს ვაქცინაციის საჭიროებაზე. ეს არ არის დამსჯელობითი ღონისძიება, რომ ვინმეს შეუჩერდეს სტატუსი. დადგენილება სარეკომენდაციო ხასიათისაა“, –  განაცხადა სერგეენკომ.

(მარშალპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×