რეზონანსი
01.02.2019

 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 19 წლის რადიმ ყურბანოვი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა სოფლის მეჩეთთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ყურბანოვმა რამდენიმე წლის წინ თანასოფლელი მოკლა და სწორედ ეს ფაქტი გახდა მისი მკვლელობის მიზეზი.

სოფელ ყარაჯალას მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მას წლების წინ მის მიერ მოკლული კაცის ძმამ, ელბრუს სულეიმანოვმა რამდენჯერმე ესროლა. სავარაუდო ბრალდებული სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×