რეზონანსი
01.02.2019

 პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების საქმეზე დაკავებული მომღერლის გიორგი გასვიანის მეუღლე, ჟურნალისტი ნათია ხონელიძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

"თავს ვალდებულად ვთვლი გამოვეხმაურო იმ უსამართლობას, რაც ორი დღეა ჩემს გარშემო ხდება. 

მინდა მივმართო სხვადასხვა საიტებს რომლებიც რეიტინგის მოსაპოვებლად ყველანაირ ნიუსს ავრცელებენ, შეწყვიტეთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ეს კადრები მასობრივად იქნა გავრცელებული.

უსამართლობაა ადამიანი დააკავონ ჩანაწერის უბრალოდ მიღების გამო, რაც გარდაუვალია, როცა პირად შეტყობინებაში გიგზავნიან რაღაცას. 

მოგმართავთ შეწყვიტოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება! 

ჩემი მეუღლე გიორგი გასვიანი არის გაუგებრობის მსხვერპლი, კანონმორჩილი მოქალაქე, არასდროს დაურღვევი კანონი, არასდროს ინტერესდება არავის პირადი ცხოვრებით!" - წერს გიორგი გასვიანის ცოლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×