(რეზონანსი) ფარულ ვიდეოჩანაწერები გავრცელების ბრალდებით მომღერალი გიორგი გასვიანი დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული პიროვნება მომღერალია, როგორც ჩანს, საზოგადოებაში გაურკვევლობა მაინც გაჩნდა. გარკვეულმა ნაწილმა მიიჩნია, რომ დაკავებული ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანია.
"დააკავეს მომღერალი გიორგი გასვიანი, ჩემი "სეხნია", ნიუსებშიც ყველგან წერია, რომ "მომღერალი"და ფოტოც თანდართულია, მიუხედავად ამისა, მაინც მთელი ქვეყანა მირეკავს გაოგნებულ-დაპანიკებული. არა მეგობრებო, მე არ მეხება ეს ამბავი! რაც შეეხება პირადი ცხოვრების კადრებს, ყოველთვის, ერთ-ერთი პირველი ვიდექი და ვდგავარ მაგ ყველაფრის წინააღმდეგ! აქციებით ადრე, გადაცემებით, "ფბ"- სტატუსებით და პროტესტებით! მეზიზღება ეგ თემა!", - წერს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ფეისბუქზე.
შეგახსნებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.