რეზონანსი
01.02.2019

 (რეზონანსი)10 თვის განმავლობაში, 2018 წლის 1-ლი მარტიდან, 2019 წლის 1-ელ იანვრამდე, თბილისის მასშტაბით, თვითნებურად დამონტაჟებული 69 500 დანადგარი ჩავხსენით, - ამის შესახებ „ყაზტრანსგაზის" დირექტორის მოადგილემ გიორგი ლეფსვერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 69 500 აბონენტიდან 30-40%-ის შემთხვევაში დანადგარის ხელახლა აღდგენა თვითნებურად მოხდა.

„კანონმდებლობით გვევალება, რომ 1-ლი მარტიდან 1-ელ მარტამდე (1 წლის განმავლობაში), შევიდეთ ჩვენს ყველა აბონენტთან და შევამოწმოთ იქ არსებული პირობები. სპეციალისტები ამოწმებენ ქსელს, როგორ არის დანადგარები განთავსებული და ა.შ. ამოწმებენ, გარეგანი დათვალიერებითაც და ხელსაწყოთიც. 2018 წლის 1-ლი მარტიდან, 2019 წლის 1-ელ იანვრამდე, ანუ 10 თვეში, თბილისში ჩახსნილი გვაქვს 69 500 დანადგარი და წელი ჯერ არ დასრულებულა, წინ კიდევ 2 თვეა.

წარმოიდგინეთ, 69 500 აბონენტს თვითნებურად ჰქონდა დანადგარი დამონტაჟებული, რითაც საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მეზობლებსაც. რაც შეეხება ჩახსნიდან ხელმეორედ თვითნებურად აღდგენას, ასეთი აბონენტების სავარაუდოდ, 30-40% ყურად არ იღებს ჩვენს ნათქვამს და ჩვენი სპეციალისტების წამოსვლის შემდეგ, კვლავ თვითნებურად აღადგენს. სწორედ ამიტომაა გასამკაცრებელი კანონდებლობა და რეგულაციები", - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი".

გუშინ ისანში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 7 ადამიანს შორის მამა-შვილი და ძმებიც არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×