რეზონანსი
01.02.2019

 (რეზონანსი) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ოჯიოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას "ნიუ პოსტი" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულიც 30 წლამდეა, მკვლელობა კი სანადირო თოფით მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობას წინდაპირისპირება უძღოდა. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეგობრები იყვნან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყებისვე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×