რეზონანსი
01.02.2019

 (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმე - დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია. ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი დავით ჯანდიერი ავრცელებს:

"რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, გუშინ ხელი მოვაწერე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავაგზავნე საჩივარი დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით. მესმის ინტერესი დიდია რა ფაქტებს ეფუძნება საჩივარი და კონვენციის რომელი მუხლების დარღვევაზე ვამახვილებ სასამართლოს ყურადღებას.

დეკანოზთან პირველივე შეხვედრაზე, ჩემი თხოვნით, შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე (რაც ჩვენ ორისთვის არის ცნობილი), შემდგომ პროცედურებამდე საუბარი არ გვექნება. იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარებს ხედვას ამ საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ", - წერს დავით ჯანდიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×