რეზონანსი
01.02.2019

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ.

როგორც ზაზა სარალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შალვა თადუმაძე შეხვდრას დაპირდა, თუმცა მოატყუა.

"გენერალურ პროკურორს, თადუმაძეს ჩემმა უფლებადამცველმა ცენტრმა მიმართა წერილობით, რომ გვინდოდა შეხვედრა მასთან. ის პირველ შეხვედრაზე დაგვპირდა, რომ 2-3 კვირის განმავლობაში შეისწავლიდა საქმის დეტალებს და შეგვხვდებოდა მე და ჩემს უფლებადამცველებს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ არ შევხვედრილვართ და მოგვატყუა.

სამწუხაროდ, არც წერილობით მიმართვაზე მიგვიღია უარი ან დასტური. ახლა ჩავთვალეთ საჭიროდ, მედიასაშუალებების დახმარებით მივმართოთ ბატონ თადუმაძეს, რომ ამ წლის 6 თებერვალს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე, მივდივართ მასთან შესახვედრად და იმედია, არ დაგვემალება და გვიპასუხებს კითხვებზე, რაც ამ 1 წლის განმავლობაში დაგროვდა, არამარტო ჩემი შვილის მკვლელობის, არამედ სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც", - განაცხადა სარალიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×