რეზონანსი
01.02.2019

 (რეზონანსი) თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოხუცებული ქალბატონი საკუთარ სახლში მისმა შვილებმა და მეზობლებმა გარდაცვალებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს. ამის შესახენ ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.

ირკვევა, რომ მოხუცებული მარტო ცხოვრობდა. მისი ბინიდან კი რამდენიმე დღის განმავლობაში უცნაური სუნი გამოდიოდა. მოგვიანებით, სუნი იმდენად მძაფრი იყო, რომ მეზობლები მოხუცებულის შვილებს დაუკავშირდნენ და საეჭვო გარემოების შესახებ აცნობეს. ამავდროულად, გამოიძახეს სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ბინის კარის შემტვრევის შემდეგ 80 წლამდე ქალი მიცვალებული აღმოაჩინეს. ის თითქმის 14 დღის გარდაცვლილი იყო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×