(რეზონანსი) ჩემი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში გუშინ მიაკითხეს და იქ მოხდა მისი დაკავება, - ამის შესახებ დაკავებული მომღერლის, გიორგი გასვიანის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა განაცხადა.
მას ბრალს დღეს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.
„დეტალებს ვერაფერს გეტყვით, ჯერ ბრალიც არ წაუყენებიათ, ჯერჯერობით, ჩემსა და გამომძიებელს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა", - აცხადებს ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან"
შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 16 პირიდან ერთ-ერთი მომღერალი, პროექტ „იქს ფაქტორის" მონაწილე, გიორგი გასვიანია.