რეზონანსი
01.02.2019

 (რეზონანსი) გორის რაიონში სოფელ ქიწნისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 18, 19 და 23 წლის ბიჭების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტრაგიკული შემთხვევისას დაღუპულები არიან, გიორგი მერაბაშვილი, თორნიკე გიგუაშვილი და დავით ცოტნიაშვილი.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ვაშლით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×