რეზონანსი
01.02.2019

 (რეზონანსი) რუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში დაცვის პოლიციის თანამშრომელი, 37 წლის მანუჩარ მაჩაიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის რესტორანში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.

მაჩაიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, მანუჩარ მაჩაიძეს წარსულში გულის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, ვინაიდან დაღუპვის ფაქტს წინ უძღოდა რესტორნის გარე პერიმეტრზე სხვა პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება, თუმცა ირკვევა, რომ აღნიშნულ დაპირისპირებასთან მანუჩარ მაჩაიძეს შეხება არ ჰქონია.

კონფლიქტის ფაქტზე, საპატრულო პოლიციამ ერთი პირი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.

შსს-ში "პრაიმტაიმს" დაუდასტურეს, რომ მოხმდარის დროს მანუჩარ მაჩიაძე სამსახუროებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და ტრაგიკული შემთხვევა მის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×