ფარული კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებული ნაციონალური მოძრაობის ერთი აქტივისტი - რუსთავში, მეორე კი ხაშურში გადაიყვანეს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რეზო ხარაზის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებული პარტიის აქტივისტები, დები ინგა და ირმა ხოროიშვილები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან. ხარაზის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული რუსთავში, ხოლო მეორე ხაშურშია გადაყვანილი. საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ახლობლების გადმოცემით, ინგა ხაროიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, ირმა ხაროიშვილი კი ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი გახლავთ.
გუშინ , ნაციონალური მოძრაობის 4 აქტივისტი აჭარის მთავარ სამმართველოში დაიბარეს გამოკითხვაზე. რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ აჭარის პოლიციის სამმართველო 2-მა აქტივისტმა დატოვა. ისინი აცხადებდნენ, რომ გამოკითხვა შეეხებოდა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებს, მათთვის კი გაუგბარი იყო თუ რატომ დაიბარეს ისინი გამოკითხვაზე.
(პრაიმტაიმი)