რეზონანსი
01.02.2019

 "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ორი წევრი, დები - ირმა და ინგა ხოროიშვილები დააკავეს. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებმა განაცხადეს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

აქტივისტების დაკითხვის გამო, მთელი ღამის განმავლობაში პარტიის წევრები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ, სადაც ხმაური იყო, ისინი ხელისუფლებას ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

"ხელისუფლება ცდილობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ოპოზიციას გადააბრალოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს",- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×