რეზონანსი
31.01.2019

 თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, გამათბობლის საკვამლე მილში სავარაუდოდ ჩიტს ბუდე ჰქონდა გაკეთებული. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა საკვამლე მილი ცოტა ხნის ექსპერტ-კრიმინალისტების თანდასწრებით მოხსნეს.

გაზგაყვანილობის სპეციალისტების განცხადებით, ღიაკამერიანი გაზგამათბობლის საკვამურში ჩიტი ბუდეს ხშირად იკეთებს, რადგან თავისუფლად ეტევა მასში. რაც შეეხება დახურულკამერიან გამათბობლებს, მათ განსხვავებული საკვამურები აქვს, რომელში შეღწევასაც ჩიტი ვერ ახერხებს. ბინაში, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, სწორედ ღიაკამერიანი გამათბობელი იყო კუსტარულად დამონტაჟებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×