რეზონანსი
31.01.2019

 პეკინის ქუჩაზე გაზის აფეთქების შემდეგ ერთი ადამიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, შუახნის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ნერვოტულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა მას დამწვრობები აღენიშნება და სავარაუდოდ დამწვრობის ცენტრში გადააგზავნიან.

რამდენიმე საათის წინ პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. 

ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში აფეთქდა. როგორც  საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს.

დამწვარია სამზარეულოს ნაწილი, როგორც სამაშველო სამსახურში ამბობენ, ბინაში, სავარაუდოდ, გაზის ბალონი აფეთქდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×