ფარული ჩანაწერების საქმე – პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტით ისევ გავრცელდა. პირი, რომელმაც ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი “ფეისბუქის”-ს პირად გვერდზე ატვირთა, მორიგი კადრების გამოქვეყნებითაც იმუქრება. ინტერნეტმომხმარებლის “ფეისბუქ”- სტატუსებიდან ირკვევა, რომ წინა შემთხვევაშიც ვიდეო მან ატვირთა.
როგორც აღნიშნული პირი სოციალურ ქსელში წერს, მას არაერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა აქვს, რომელსაც ეტაპობრივად გაავრცელებს. აღნიშული პირი, რომელსაც “ფეისბუქის” გვერდზე საკუთარი ფოტოები უდევს, მეგობრებს სთხოვს, რომ ვიდეო მალე გაავრცელონ, რადგან “ფეისბუქი” ბლოკავს.
ამასთან, სოციალურ ქსელის მეშვეობით ირკვევა, რომ აღნიშნული პირი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია.
ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ფარული კადრების გამავრცელებელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) ყოფილი თანამშრომელია – ამის თაობაზე ინფორმაცია “მარშალპრესს” წყარომ მიაწოდა.