რეზონანსი
31.01.2019

 (რეზონანსი) ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინა, სადაც დღეს საღამოს სავარაუდოდ აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო.

როგორც ბინის მფლობელმა განაცხადა, ბინა ორ ახალგაზრდა მამაკაცზე დღეს საღამოს გააქირავა. ბინის მეპატრონე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელ სახლში უსაფრთხოების ნორმები ყველანაირად დაცული იყო.

"40 წუთის შეშვებულები მყავდნენ. სად წავიდნენ ის ბიჭები მე თვითონაც არ ვიცი", - ამბობს ბინის მეპატრონე "პალიტრა ვიდეოსთან".

ამჟამად შემთხვევის ადგილზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. მეხანძრე მაშველებმა მუშაობა დაასრულეს. საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე შსს აწარმოებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×