რეზონანსი
31.01.2019

 (რეზონანსი) ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა. დაშავდა მცირეწლოვანის მშობლები და მძღოლი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

"ნიუპოსტის" კორესპოდენტის ცნობით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

"მშობლები და მძღოლი სასწრაფომ წაიყვანა საავადმყოფოში, 5 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. ამბობენ, ნასვამი იყოო ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×