რეზონანსი
31.01.2019

 (რეზონანსი) თბილისში სასმელი წყლის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო არ ადასტურებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს

"სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. თბილისში, სააგენტოს ზედამხედველობით და ჩართულობით, მიმდინარეობს წყლის სინჯების აღება და მათი კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კველევის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სასმელ წყალს კანალიზაცია შეერია და მოსახლეობას მოუწოდებდნენ, წყალი არ დაელიათ.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია GWP-მაც უარყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×