რეზონანსი
31.01.2019

 (რეზონანსი) პოპულიზმსა და დემაგოგიას არასდროს ვაპატიებთ ალეკო ელისაშვილს, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე გააკეთა, სადაც რამდენიმე წუთის წინ მასსა და „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერ ალეკო ელისაშვილს შორის შეკამათება მოხდა.

„პოპულიზმსა და დემაგოგიას არასდროს ვაპატიებთ ალეკო ელისაშვილს, ეს მე ვაჩვენე 2017 წელს საზოგადოებას და იგივე დამოკიდებულება მექნება. პოპულიზმის დრო საქართველოში არაა, უნდა ვაკეთოთ საქმე", - განაცხადა კალაძემ.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ალეკო ელისაშვილი პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერს აკისრებს. როგორც ელისაშვილმა შემთხვევის ადგილზე განაცხადა, კალაძე მფარველობს "ყაზტრანსგაზს", ამიტომაც არ დადგა ამ დრომდე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი.

ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში სავარაუდოდ, მხუთავი აირის CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×