რეზონანსი
31.01.2019

 (რეზონანსი) თბილისში ქეთევან წამებულის ქუჩაზე CO-ს დაგროვების შედეგად გარდაცვლილი შვიდი ადამიანიდან უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობდნენ. მათგან ყველაზე უფროსი 54 წლის ბათუ სუთიძე გახლავთ.

სუთიძე წარმოშობით თერჯოლის რაიონიდან იყო, თუმცა ოჯახი წლებია რუსთავში ცხოვრობს, თბილისში კი ბათუ სუთიძე სამსახურის გამო, სხვა მუშებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილის ახლობლებიც, თუმცა მათ საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე, ბინაში შესვლის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×