რეზონანსი
31.01.2019

 ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ქუ­ჩა­ზე 7 ადა­მი­ა­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, წუ­ხელ გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ერთ-ერ­თი ად­გი­ლობ­რივ­ი ა­ცხა­დებს, მიუხედავად იმისა, რომ კორ­პუ­სის მო­პირ­და­პი­რედ ცხოვ­რობს, არაფერი გაუგონია:

„გა­ზის სუნი არ მიგ­რძვნია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნი წუ­ხელ ღამე არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. ერთ-ერთის მამა ბიჭებთან სტუმრად იმყოფებოდა“, - გა­ნა­ცხა­და მეზობელმა.

 ის­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბლის კახა ლა­ბუ­ჩი­ძის ინფორმაციით, ჯერ­ჯე­რო­ბით გარ­დაც­ვლი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა.

„ერ­თა­დერ­თი, რაც ამ ეტაპ­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ბინა იყო ნა­ქი­რა­ვე­ბი. გარ­დაც­ვლი­ლია 7 ადა­მი­ა­ნი, შვი­დი­ვე მა­მა­კა­ცი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ მომ­ხდა­რა მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. სა­ვა­რა­უ­დო მი­ზეზ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ამა­ზე მუ­შა­ო­ბენ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი. ასეთ დროს ყვე­ლა ამ­ბობს, რომ CO-თი მოხ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მაგ­რამ და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას“, - გა­ნუ­ცხა­და "აიპიენს" ლა­ბუ­ჩი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×