რეზონანსი
31.01.2019

 (რეზონანსი) პატრიარქის მიერ შერიგებულ მოჭიდავეებს შორის რესტორან "თავადურში" ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა - აღნიშნულის შესახებ "2020NEWS"-ს რესტორნის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

"მოჭიდავეებს შორის ჩვენს რესტორანში დაპირისპირება არ მომხდარა, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადეს რესტორნის ადმინისტრაციაში.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, შერიგების აღსანიშნად შეკრებილმა მოჭიდავეებმა რესტორან "თავადურში" იჩხუბეს. წყაროს ინფორმაციით, საავადმყოფოში ერთ-ერთი მოჭიდავე გადაიყვანეს, ხოლო ჩხუბში მონაწილე სხვა სპორტსმენებს მცირე დაზიანებები აღენიშნებოდათ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ერთ-ერთი მოჭიდავის მხრიდან ბილწსიტყვაობას მოჰყვა.

 

2020news.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×