რეზონანსი
31.01.2019

 დაახლოებით 1 საათის წინ თბილისის მეტროპოლიტენში საბურთალოს ხაზზე მატარებელი ადგილიდან დაძვრის შემდეგ, რამდენიმე წამში გაჩერდა და საწყის პოზიციაზე დაბრუნდა. ვაგონები მგზავრებისგან დაცალეს.

შედეგად მოძრაობა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, აღნიშნული ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. კომპანიაში აღნიშნეს, რომ აღნიშნული მატარებელი სხვა შემადგენლობით ჩანაცვლდა, შედეგად კი მოძრაობა აღდგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×