რეზონანსი
30.01.2019

აშშ-ს პოლარული ციკლონი დაატყდა თავს. ჩიკაგოში ტემპერატურა მინუს 45-მდე, ჩრდილოეთ დაკოტაში კი, მინუს 54 გრადუსამდე დაეცა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში 12 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ არეალში კვირის განმავლობაში ტემპერატურა სულ მცირე მინუს 28 გრადუსი იქნება.

ვისკონსინის, მიჩიგანის, ილინოისის, ალაბამასა და მისისიპის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აშშ-ის რამდენიმე ასულ სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა. მხოლოდ 30 იანვარს 1 300-მდე ავიარეისი გაუქმდა.

ჩიკაგოს მერმა ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×