რეზონანსი
30.01.2019

 ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობიდან ინვენტარი გააქვთ. ადგილზე სატვირთო ავტომობილი იმყოფება. მუშების ინფორმაციით, სამუშაოები ორი დღის წინ დაიწყო და შენობიდან გაიტანეს სავარძლები, მაგიდები და სხვა ავეჯი.

ახალი რეგლამენტით, პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისი განისაზღვრა და საგაზაფხულო სესია თებერვალში თბილისში გაიხსნება. ქუთაისში მდებარე შენობაში კი საპოლიციო ჰაბი განთავსდება, თუმცა, როდის დაიწყებს ფუნქციონირებას, დაზუსტებული არაა.

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×