(რეზონანსი) „იმ ადამიანებზე მეტად ვარ მისი გულშემატკივარი, ახლა მჯიღებს რომ იცემენ გულზე, მამამარჩენალს ეძახიან და მას ზუსტად ამით "ღუპავენ"...", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პირველის" გადაცემაში „დღის ამბები" ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა საკმარისი არ არის პრობლემების აღმოსაფხვრელად. ხუხაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი შესაძლებლობების მასშტაბები უნდა გაზარდოს.
„თუ პირად პასუხისმგებლობას იღებ პროცესებზე დაჯექი იმ კაბინეტში... მესმის, რომ არაკომფორტულია მისთვის, ადამიანურად მესმის... მე მისი მტერი ხომ არ ვარ?! - გულშემატკივარი ვარ, უფრო მეტადაც კი მათზე, ახლა ჯიღებს რომ იკრავენ გულზე, მამამარჩენალს ეძახიან და ამით ღუპავენ ზუსტად... ამ „გაპრავებით" ღუპავენ.
რომ ამბობს პრობლემებიაო, ესენი ეცემიან ეგრევე კამერებთან, პირადად მასთან და ეუბნებიან:- ბიძინა, ყველაფერი კარგად არისო...", - განაცხადა გია ხუხაშვილმა დიანა ტრაპაიძესთვის მიცემულ ინტერვიუში.